ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია: ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, მოათავსეს სასტუმროში
საზოგადოება

ფოტო: Facebook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა, - აღნიშნულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, მოათავსეს სასტუმროში.
ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 ნოემბერს, დილის საათებში ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია.
მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „სოკარ ჯორჯია გაზმა“ - „საქორგგაზმა“ განცხადება გაავრცელა.





