პაატა სალია: დასრულებულ გამოძიებაზე ხელახალ გამოძიებას ნუ ჩავატარებთ. პროკურატურამ დაასრულა გამოძიება და დანაშაული არ გამოიკვეთა
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
დასრულებულ გამოძიებაზე ხელახალ გამოძიებას ნუ ჩავატარებთ. პროკურატურამ დაასრულა გამოძიება და მიიჩნია, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან რაიმე ფორმით დანაშაულის ჩადენას და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. თუ ვინმე ამ გამოძიებას არ ენდობა, არსებობს ამის საერთაშორისო დონეზე გასაჩივრების შესაძლებლობა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსჯავრდებულ დავითაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულის გამოძიების კომპეტენცია მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ:
„სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილებებს, კონკრეტული დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი ამა თუ იმ პირის მიერ, იღებენ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა მან.





