პაატა სალია: სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებაში 24/7-ზე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება. თუ არსებობს საჭიროება, სამოქალაქო სექტორის კლინიკებშიც გადაგვყავს მსჯავრდებულები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში.
,,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ის, რომ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის საკითხები მაღალ დონეზეა, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) ბოლო პერიოდში ვიზიტების დროს არაერთხელ დაადასტურა.





