პაატა სალია: ჩვენი თვითმიზანი არ არის, ციხეების რაოდენობა გავზარდოთ, ჩვენი მიზანია ძველი დაწესებულებები თანამედროვე ტიპის დაწესებულებებით შევცვალოთ
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ჩვენი თვითმიზანი არ არის ციხეების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ძველი, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები შევცვალოთ თანამედროვე ტიპის მცირე ზომის დაწესებულებებით, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.
მინისტრის განმარტებით, ახალი, თანამედროვე ტიპის დაწესებულებები 300-დან 500-მდე ადამიანისთვის იქნება გათვალისწინებული. პაატა სალიამ ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ლაითურის დაწესებულება 700 პატიმრისთვისაა განკუთვნილი და მსგავსი ინფრასტრუქტურით შეიძლება ბევრმა ქვეყანამ ვერ დაიკვეხნოს. ახლა დავასრულეთ რუსთავში 150-კაციანი ციხის მშენებლობა და უახლოეს მომავალში პატიმრებს უკვე მასში გადავანაწილებთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





