პაატა სალია: დღეისათვის თითოეულ პატიმარზე დღიურ ჭრილში 65%-ით გაზრდილია დანახარჯი კვებაზე
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
მნიშვნელოვნად მეტი თანხა იხარჯება ჩვენი მხრიდან პატიმართა კვებაზე. ამ მხრივ ოპტიმალურ შედეგს მივაღწიეთ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
იუსტიციის მინისტრის თქმით, გამჭვირვალე ტენდერის შედეგად, ორი კომპანია ოპერირებს პატიმართა კვების დარგში და ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
„ჩვენ გამჭვირვალე ტენდერი ჩავატარეთ. დღეს ორი კომპანია ოპერირებს: ერთი - დასავლეთ საქართველოში, მეორე - აღმოსავლეთში. მნიშვნელოვნად არის ხარისხი გაუმჯობესებული, დღევანდელი მოცემულობით 65%-ით გაზრდილია ჩვენი დანახარჯი კვებაზე დღიურ ჭრილში თითოეულ პატიმარზე. მნიშვნელოვნად მეტი თანხა იხარჯება ჩვენი მხრიდან პატიმართა კვებაზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მუდმივად საჭიროებს გაუმჯობესებას, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ოპტიმალურ შედეგს მივაღწიეთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





