პაატა სალია: გადატვირთულობა ჩვენზე უფრო მაღალია საფრანგეთში, იტალიაში. სუიციდის მაჩვენებელი ჩვენზე უფრო მაღალია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
დღეს ჩვენი პენიტენციური სისტემა არის რეგიონში მოწინავე. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მინისტრის თქმით, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ეცნობა, პოზიტივიც უნდა დაინახოს.
„დიდწილად ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემა შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არის საერთაშორისო დონეზე დანერგილი.
სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, გადატვირთულობა ჩვენზე უფრო მაღალია საფრანგეთში, იტალიაში. სუიციდის მაჩვენებელი ჩვენზე უფრო მაღალია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. სიკვდილიანობა უფრო მაღალია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.





