გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება, უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სამართალი

გიორგი პატარიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს.
„სულ ახლახან კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და პენიტენციურის ადგილობრივ საბჭოებს აქვთ საშუალება, განიხილონ უცხოელი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. ამის შემდეგ ეს მსჯავრდებულები ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში.
ამიტომ განხილვის დროს უცხოელი მსჯავრდებულებიც ხვდებიან ადგილობრივი საბჭოების განხილვაში და ამით პენიტენციურ დაწესებულებებში უცხოელი მსჯავრდებულების რაოდენობა მცირდება“, - აღნიშნა პატარიძემ.





