ადვოკატი გია ტაბლიაშვილი: მინდა გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, გლდანის N8 დაწესებულების, N18 დაწესებულების სამედიცინო განყოფილებათა მიმართ უაღრესი მადლიერება გამოვხატო
სამართალი

გია ტაბლიაშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
მინდა გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, გლდანის N8 დაწესებულების, N18 დაწესებულების სამედიცინო განყოფილებათა მიმართ უაღრესი მადლიერება გამოვხატო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა.
მისი თქმით, ამ დაწესებულებების სამედიცინო განყოფილებების მიერ მისი არაერთი პატიმარია გადარჩენილი.
„მინდა გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, გლდანის N8 დაწესებულების, N18 დაწესებულების სამედიცინო განყოფილებათა მიმართ უაღრესი მადლიერება გამოვხატო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პატიმარი გადარჩენილია უმძიმეს კრიტიკულ მდგომარეობას. უაღრესად დადებითი ემოცია მაქვს ამ მხრივ“, - აღნიშნა ადვოკატმა.





