გიორგი პატარიძე: ამ დღეებში სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხიდან მოვისმინეთ, რომ თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ნიშნები შეინიშნებოდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან არ დადასტურებულა
სამართალი

გიორგი პატარიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის ფაქტები არ ყოფილა.
„ჩვენთვის ადამიანის უფლებები არის უპირველეს ყოვლისა. ამ დღეებში სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხიდან ვისმინეთ, რომ თითქოს რაიმე ძალადობის ნიშნები შეინიშნებოდა თანამშრომლების მხრიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან არ დადასტურებულა. პენიტენციური სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი მკაცრად იცავს წესებს და ამას საერთოდ განმარტებაც არ სჭირდება“, - აღნიშნა პატარიძემ.





