გიორგი ხუხია
რეგიონების განსავითარებლად, 14-29 წლის ახალგაზრდებისაგან საინიციატივო ჯგუფები შეიქმნება
პოლიტიკა

ფოტო: გიორგი ხუხია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებისაგან საინიციატივო ჯგუფების შექმნა იყო, ასევე - მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და სამოქალაქო აქტივობებში.
ფორუმი ორდღიანია და მასზე განსახილველ საკითხებს შორისაა: მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება; არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება; ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა; ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება; ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ანტინარკოტიკული კამპანია.
შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „CYNC ქსელი” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე განხორციელდა.





