თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე: რადიკალურ დაჯგუფებებს და ამ რადიკალური დაჯგუფებების გარე პატრონებს თუ კურატორებს ყოველგვარი სასპეკულაციო სივრცე ხელიდან გამოეცალათ
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის აღიარებას და მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აფასებს.
„კითხვის ნიშანი არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს მათ შორის, აღნიშნული პირების უშუალო ჩართულობით და მათი ორგანიზებით ჩვენ საქმე გვქონდა ძალადობრივ საპროტესტო აქციასთან. მიზნად ისახავდნენ ხელისუფლების დამხობას და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გალაშქრებას. ბუნებრივია, ყოველგვარი სასპეკულაციო სივრცე ხელიდან გამოეცალათ რადიკალურ დაჯგუფებებს და ამ რადიკალური დაჯგუფებების გარე პატრონებს თუ კურატორებს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე 4 მსჯავრდებულთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან და ლაშა ბერიძესთან მათ მიერ დანაშაულის აღირებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.





