გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე: ლიდერები ადრე თუ გვიან ამბობენ იმას, რაც რეალობაა და იმ ჯარისკაცების ციხეში ყოფნა, რომლებიც მათ აჰყვნენ, კონკრეტული ამოცანის შესრულებას უკავშირდება, რათა შემდეგ მარტა კოსმა თქვას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და არსებობენ პოლიტიკური პატიმრები
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმების ხელმოწერას აფასებს.
„ადამიანები მოქმედებენ, ფინანსდებიან და გარედან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ იმისათვის, რომ კანონს დაუპირისპირდეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ლიდერები ადრე თუ გვიან ამბობენ იმას, რაც რეალობაა და იმ ჯარისკაცების ციხეში ყოფნა, რომლებიც მათ აჰყვნენ, კონკრეტული ამოცანის შესრულებას უკავშირდება, რათა შემდეგ მარტა კოსმა თქვას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და არსებობენ პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე 4 მსჯავრდებულთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან და ლაშა ბერიძესთან მათ მიერ დანაშაულის აღირებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.





