გურამ მაჭარაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებზე: ის, რომ „ნაცმოძრაობიდან“ და სხვებისგან, ვინც გარეთ არიან, საყვედურები ისმის მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის, რომ საპროცესო შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ, რა თქმა უნდა, არის გაუმართლებელი
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მათი აზრით, ხელისუფლების წყარო არის არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელები, მათ დაუჯერეს და მიიღეს შედეგი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 4 ოქტომბრის საქმისა და ამ საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებებზე საუბრისას.
ის მიიჩნევს, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანების მისამართით საყვედურები გაუმართლებელია.
„ის, რომ „ნაცმოძრაობიდან“ და სხვებისგან, ვინც გარეთ არიან, საყვედურები ისმის მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის, რომ საპროცესო შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ, რა თქმა უნდა, არის გაუმართლებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, უცხოეთიდან ფინანსდებოდა და ფინანსდება ყველა ასეთი რადიკალური პროცესი. ეს არის ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რომ კიდევ ერთხელ შეიყვანეს შეცდომაში ე.წ. ლიდერები 4 ოქტომბერს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე 4 მსჯავრდებულთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან და ლაშა ბერიძესთან მათ მიერ დანაშაულის აღირებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.





