რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები და ლიდერები ითხოვენ შეწყალებას და აღიარებენ საკუთარ დანაშაულს. შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ამით დასრულებულია
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფაქტია, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები და ლიდერები ითხოვენ შეწყალებას და აღიარებენ საკუთარ დანაშაულს. შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ამით დასრულებულია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე.
ის მასშტაბურ სირცხვილად აფასებს იმ ადამიანების ბულინგს, რომლებისაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურთ.
„ფაქტია, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები და ლიდერები ითხოვენ შეწყალებას და აღიარებენ საკუთარ დანაშაულს. შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ამით დასრულებულია, მაგრამ ისტორიაში, როგორც მასშტაბური სირცხვილი, ისე შევა ამ აგენტურული ჯგუფების ბულინგი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უკრძალავენ შეწყალების დაწერას.
მათ შორის, ჩვენ ვნახეთ, როდესაც შვილები ასაკოვან მამებს აიძულებენ ციხეში გამოკეტვას იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს, ეს უკეთესი იქნებოდა პირადად მათთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე 4 მსჯავრდებულთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან და ლაშა ბერიძესთან მათ მიერ დანაშაულის აღირებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.





