გვარამიას მორიგი პოლიტიკური პროგნოზი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არც ამჯერად გამართლდა - დასავლელი მოკავშირეების პოზიციას პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მორიგი პოლიტიკური პროგნოზი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არც ამჯერად გამართლდა. ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ დასავლელი მოკავშირეების პოზიციას პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია.
მაშინ, როცა ოპოზიცია კვლავ საგარეო ფაქტორების იმედზეა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას ბრიუსელის მხრიდან სანქციების დაწესების დაყოვნების გამო. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა წლებია გრძელდება.
დეტალები სოფო ბერიძის სიუჟეტში.





