ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანთან დაშორების მცდელობა ევრობიუროკრატებისგან და კაია კალასის მიერ აღიარებული მიზანი, რომელიც ვერ განხორციელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
კაია კალასის მიერ ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ევროპელი დიპლომატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას მმართველი გუნდი ეხმიანება.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ადრე თუ გვიან ბრიუსელს თბილისთან საუბარი მოუწევს. ევრობიუროკრატების პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ინტერესი არსებობს, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორებიცაა დაკავშირებადობა, სატრანსპორტო დერეფნები და რეგიონული ინფრასტრუქტურა.
საქართველოს ხელისუფლება კი საგნობრივი დისკუსიისთვის მზად არის.
ვრცლად იხილეთ ნინი გოგიშვილის სიუჟეტში.





