გური სულთანიშვილი: აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა
პოლიტიკა

გური სულთანიშვილი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
პოლიტიკურად აშკარად კონტრპროდუქტიულია. სიგიჟის გარდა, ამას რა დეფინიცია შეიძლება მოვუძებნოთ? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - ევროკავშირის ელჩის საქართველოში მოღვაწეობას როგორ დაახასიათებდით?
„ევროპულ დასაყრდენ ძალად გუბაზს და მათ ძმებს, ნაცებს რომ მოძებნი, ესე იგი, არ გაქვს ჩამოყალიბებული მიზნები, ან რამე სხვა სურვილი გაქვს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეოლოკაცია. ეს არის მოცემულობა და მხოლოდ ამ ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა“, - აღნიშნა მან.
სულთანიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების თუ აქტივისტების მიერ სხვადასხვა დროს წარმოებულ სიძულვილის კამპანიას, რომელიც ამა თუ იმ წარმატებული ადამიანის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ საჭმელში ჩავუფურთხოთ ქოცებსო, ერთმანეთს მოუწოდებდნენ ამას. ლაშა ტალახაძეს აბულინგებდნენ იმის გამო, რომ ხატების წინ ლოცულობდა. მიხვდნენ, რომ ამან არ იმუშავა, გააანალიზეს, რომ ეს პროდუქტიული არ არის“, - განაცხადა სულთანიშვილმა.




