გური სულთანიშვილი: ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს. ეკონომიკური, საიმიგრაციო, პოლიტიკური - ყველა მიმართულებით კრიზისია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ
პოლიტიკა

გური სულთანიშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს. ეკონომიკური, საიმიგრაციო, პოლიტიკური - ყველა მიმართულებით კრიზისია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატები საკუთარი ხალხის ინტერესებს არ იცავენ.
„მე ვფიქრობ, რომ არათუ ევროპარლამენტი, ევრობიუროკრატები რაიმე მხრივ არიან რეპრეზენტატორები თავიანთი ხალხისა, არამედ თვითონ მთავრობებიც არ არიან“, - აღნიშნა სულთანიშვილმა.
სულთანიშვილი ამოუხსნელ ფენომენს უწოდებს, არაერთი მარცხის მიუხედავად, ევრობიუროკრატების მიერ ოპოზიციაზე ფსონის დადებას.
„ამოუხსნელი ფენომენია, რატომ უნდა დებდე ერთი და იმავე ფსონს ერთსა და იმავე ხალხზე, ალბათ იდეოლოგიურად არიან ყველაზე ახლოს მათთან. საკუთარი თავის დისკრედიტაციას თავად ახდენენ“, - აღნიშნა სულთანიშვილმა.




