მაკა ბოჭორიშვილმა თავის ინდოელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელა
პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის - Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.





