ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ფავორიტია მოლდოვის „ლიდერშიპი“, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მზად არიან სახელმწიფოებრიობა დათმონ და შეუერთდნენ რუმინეთს. ეს არის უბედურება, რომ ფსონს უსამშობლოებზე დებენ - ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ ეროვნული პოლიტიკის გაგრძელებას ვაპირებთ
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბრიუსელის დღევანდელი მმართველი ელიტის ფავორიტები უსამშობლოთა გაერთიანებაა - ნიკა გვარამიას აჯილდოებენ, დებატები რომ მიდის საქართველოზე, ევროპარლამენტში პატიჟებენ ბექა ყორშიას, ლაშა ბუღაძეს, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, უბედურებაა, რომ ბრიუსელი ფსონს ასეთ ადამიანებზე დებს.
„მათი ფავორიტია მოლდოვის ლიდერშიპი, რომლის წარმომადგენლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მზად არიან სახელმწიფოებრიობა დათმონ და შეუერთდნენ რუმინეთს. ასეთი ფავორიტები ჰყავთ. ეს არის უბედურება, რომ ფსონს უსამშობლოებზე დებენ. ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ეროვნული პოლიტიკა გავაგრძელოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დავიცვათ ტრადიციები, კულტურა, იდენტობა, ისტორია, ამ პოლიტიკით კი გარდაუვალია, რომ საქართველო დაიბრუნებს ისტორიულ როლს და სწორედ ამ დაკავშირებადობის ფუნქციიდან გამომდინარე სჭირდება ევროკავშირს არანაკლებ საქართველო, უფრო მეტად თუ არა, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და ამ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალი იქნება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.




