22 ნოემბერი 2026, 11:39
ირანმა ბაჰრეინში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა
მსოფლიო

ფოტო: Aljazeera
გაზიარება
ირანმა ბაჰრეინში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე - შეიხ ისასა და ელ-ჯუფაირზე მიიტანა იერიში.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სარაკეტო და დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი დაზიანდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კი აცხადებს, რომ დარტყმების შედეგად ბაჰრეინში განთავსებული „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.





