საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი: არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ უკრაინაში ომის თანამონაწილე
მსოფლიო

ჟან-ლუკ მელანშონი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უკრაინაში ომის თანამონაწილე.
მელანშონი აგრეთვე AFP-ის სტატიას აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარიზი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ფრანგი სამხედროები იმყოფებიან.
„ყურადღება! არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ უკრაინაში ომის თანამონაწილე. პრობლემა სწორედ ისე დგას, როგორც ეს საპარლამენტო ჯგუფმა „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ახლახან გააფრთხილა პარიზი უკრაინაში ფრანგი სამხედროების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით და ასეთი განთავსება კონფლიქტში „პირდაპირ მონაწილეობად“ შეაფასა“, - დაწერა მელანშონმა.





