დანიამ ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ევროკავშირი ხვალ დანიის წინადადებას განიხილავს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითვალისწინებს. კოპენჰაგენი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. Reuters-ის ინფორმაციით, დანიის მთავრობამ შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკვე დაუგზავნა.
დანია ასევე მოითხოვს რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ინიციატივის მიზეზი გახდა დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველებმა უკრაინისა და ამერიკის მოქალაქე, რეპერ კივსტონერზე თავდასხმა აღკვეთეს.





