რუსეთის რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხანა ევროკავშირის ახალი სანქციების სიაში მოხვდა
მსოფლიო

Reuters
რუსეთის რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხანა ევროკავშირის ახალი სანქციების სიაში მოხვდა.
„ენერგეტიკული სექტორი, კერძოდ კი ნავთობის ინდუსტრია, წარმოადგენს სექტორს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სანქცირებულთა სიაშია კომპანია „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“, რომელიც ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აკონტროლებს.
ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ასევე გავრცელდა იმ ფირმებზეც, რომლებიც ენერგორესურსების ძებნა-დაზვერვასა და მოპოვებას ეწევიან, აგრეთვე ახორციელებენ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვას.





