მაკრონი: ჩვენ, ევროპელებმა კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპელებმა კვლავ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
როგორც მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპას სჭირდება იცოდეს მკაფიოდ, რა სურს მას. მისი თქმით, ევროპამ აგრეთვე ნათელი უნდა მოჰფინოს იმასაც, თუ რა არის ბრიუსელის სამშვიდობო გეგმა და რა არის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის გეგმა.
„ჩვენ კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა რუსეთთან დიალოგის დასაწყებად ევროპის კონტექსტში და აღნიშნული დიალოგის ფორმატი ამ ეტაპზე განისაზღვრება. აბუ-დაბიში იყვნენ შეკრებილნი რამდენიმე ქვეყნის და ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლები, მაგრამ ეს იყო კოორდინაციის ძალისხმევა დიალოგისთვის ამერიკელ და რუს წარმომადგენლებთან. კეთილი, შესაბამისად ევროპას სჭირდება იცოდეს მკაფიოდ, რა სურს მას. დღეს ევროპა ძალიან ნათელია თავის მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ. ჩვენ ნათელი უნდა მოვფინოთ იმასაც, თუ რა არის ჩვენი სამშვიდობო გეგმა და რა არის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის გეგმა“, - განაცხადა მაკრონმა.





