ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი აფეთქებების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ჰორმუზის სრუტეში ორი დიდი ნავთობტანკერი ძლიერი აფეთქებების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების განცხადებით, ინციდენტი ოთხშაბათს ღამით მოხდა, მას შემდეგ, რაც გემებმა სტრატეგიულ საზღვაო გზაზე „არასანქცირებული მარშრუტით“ გადაადგილების შესახებ გაფრთხილება უგულებელყვეს.
მოგვიანებით ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე ტანკერი „საზღვაო ნაღმზე გადასვლის შემდეგ აფეთქდა“.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველ თვეებში, რომელიც თებერვალში დაიწყო, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალები აცხადებდნენ, რომ ტანკერებს უშუალოდ დაესხნენ თავს.
ბოლო პერიოდში კი უწყება იტყობინება, რომ გემებს ცეცხლი გაუჩნდა საზღვაო ნაღმებზე აფეთქების შედეგად, მას შემდეგ, რაც ისინი სრუტის სამხრეთ ნაწილში იმ მარშრუტით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც ირანი „არასანქცირებულს“ უწოდებს.





