კაია კალასი: ძალიან მინდა, ვიხილოთ, რომ ბრიტანეთი ევროპას დაუბრუნდეს. თუმცა, ცხადია, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ევროკავშირს საკმაოდ დიდი ტრავმა მიაყენა. ამიტომ მოლაპარაკებები არც ისე მარტივი იქნება
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: Getty Images
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, მას ძალიან სურს, რომ ევროკავშირის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთი კვლავ იხილოს.
როგორც კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას ესმის, რომ ბრიტანეთის ხელახლა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არცთუ ისე მარტივი იქნება, რადგან გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლამ ბრიუსელს საკმაოდ დიდი ტრავმა მიაყენა.
„ძალიან მინდა ვიხილოთ, რომ ბრიტანეთი ევროპას დაუბრუნდეს. თუმცა, ცხადია, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ევროკავშირს საკმაოდ დიდი ტრავმა მიაყენა. ამიტომ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, შეგვიძლია, მცირე ნაბიჯებით წავიდეთ წინ. დარწმუნებული ვარ, ერთად გაცილებით ძლიერები ვართ როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალასმა.





