„რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივა
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
GettyImages
„რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს მცირე უპირატესობით ჩააგდო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივა.
აღნიშნული მცდელობა ირანში მიმდინარე ომისა და იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო ჰეგსეტის ქმედებებს უკავშირდებოდა.
იმპიჩმენტის რეზოლუციის კომიტეტში გადაგზავნას მხარი 211-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 204 იყო, რამაც ინიციატივა პრაქტიკულად შეაჩერა. ჰეგსეტის ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კრიტიკოსიც კი აღნიშნავდა, რომ მდივნის ქმედებები არ იძლეოდა იმპიჩმენტის სამართლებრივ საფუძველს.
იმპიჩმენტის რეზოლუციის ავტორი კენტუკის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრი, თომას მესი იყო, რომელიც ჰეგსეტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსია.





