უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, უნგრეთმა კვლავ უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე
მსოფლიო

პეტერ მადიარი
AP
სამშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის (COELA) სხდომაზე, უნგრეთმა კვლავ უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უნგრეთი უკრაინისთვის მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნაზე თანხმობაზე უარს კვლავინდებურად აცხადებს. „არანაირი ცვლილება არ არის“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა სხდომაზე უნგრეთის პოზიციის შეფასებისას.
გარდა ამისა, არ დამტკიცებულა მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგები მოლდოვასთვისაც.
მე-4 კლასტერი, რომელიც „მწვანე დღის წესრიგსა და მდგრად ურთიერთკავშირს“ ეხება, და მე-5 კლასტერი - „რესურსები, სოფლის მეურნეობა და შეკავების პოლიტიკა“ - უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში ბოლო ორ გაუხსნელ კლასტერთა შორისაა.
იმავდროულად, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ვსევოლოდ ჩენცოვმა 4 ნოემბერს განმარტა, უნგრეთი ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით ახალ მოთხოვნებს ამ დროისთვის არ აყენებს. მისი თქმით, ბუდაპეშტი შეფერხებას შესაბამისი მოლაპარაკებების თავების დოკუმენტების დამატებითი შესწავლის აუცილებლობით ხსნის.





