ბრიტანული მედია: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს
მსოფლიო

PA
დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
ლონდონის პოლიციის ცნობით, 41 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სამშაბათს აიყვანეს.
მას ბრალი ედება დაცული ინფორმაციის მოპოვება-გამჟღავნებისა და უცხოური დაზვერვისთვის დახმარების გაწევისთვის.
ტერორიზმთან ბრძოლის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სამართალდამცველები გლოსტერშირში ორ მისამართზე ჩხრეკას ატარებენ და ოფიციალურად ადასტურებენ, რომ საქმეში რუსეთი ფიგურირებს.
დაკავებული ამჟამად ლონდონის პოლიციის განყოფილების იზოლატორში იმყოფება. გამოძიებას ტერორიზმთან ბრძოლის ლონდონის სამმართველო ხელმძღვანელობს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





