ზელენსკი: უკრაინა და რუსეთი ტყვეთა გაცვლას ფორმულით „ათასი ათასზე“ ან „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ განიხილავენ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
GettyImages
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე ცდილობენ შეთანხმებას.
„დღეს განვიხილეთ გაცვლის შესაძლებლობა. საუბარია „ათასი ათასზე“ ან, შესაძლოა, „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ - ანუ მასშტაბურ გაცვლაზე. სწორედ ამ დღის წესრიგით გაემგზავრებიან ამერიკელები რუსეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, პარალელურად, აბუ-დაბიში რუსულმა დელეგაციამ ტერიტორიების საკითხიც წამოაყენა.
„ბუნებრივია, ეს ლიდერების დონის საკითხია. ჩვენს მომლაპარაკებლებსაც ზუსტად ამის შესაბამისი მანდატი აქვთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.





