პოლონეთი აცხადებს, რომ პენტაგონი აშშ-ის მუდმივი ბაზის შექმნას მხარს უჭერს, ხოლო ტრამპის გადაწყვეტილება დეკემბერშია მოსალოდნელი
მსოფლიო

GettyImages
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას „მწვანე შუქი“ აუნთო. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.
ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან მოლაპარაკებების შემდეგ საუბრისას, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ ამერიკელმა კოლეგამ მას უთხრა, რომ „ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“.
„ჩვენ ამას პენტაგონისგან მწვანე შუქად განვმარტავთ“, - განაცხადა მინისტრმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პროექტს აშშ-ის ოფიციალური დამტკიცება ჯერ არ მიუღია.
თავის მხრივ, პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაზის მხარდაჭერა ან დეკემბრის ვადები პირდაპირ არ დადასტურებულა, თუმცა უწყებაში აღიარეს, რომ პოლონეთში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნის გაძლიერებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები.
პიტ ჰეგსეტმა პოლონეთის სამხედრო ძალისხმევა დადებითად შეაფასა და მისი არმია ევროპაში „ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად“ მოიხსენია. მან ასევე მოუწოდა ევროპელ ნატოელ მოკავშირეებს, საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, რამაც, შესაძლოა, ვაშინგტონს კონტინენტზე ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების საშუალება მისცეს.





