08 ნოემბერი 2026, 14:57
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
მსოფლიო

გაზიარება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყარაული იყო მოწყობილი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს, ემინე ერდოღანს აეროპორტში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა დახვდნენ.





