პოლონური მედია: კრაკოვში პოლიციამ ცეცხლი ისევ გახსნა - დაკავებულია დანით შეიარაღებული 23 წლის მამაკაცი
მსოფლიო

RMF FM
კრაკოვში, შაბათს მომხდარი სროლის შემდეგ, პოლიციამ ცეცხლი ხელახლა გახსნა. სამართალდამცველთა ცნობით, ინციდენტი ღამის 03:00 საათზე, კაპელანკას ქუჩის მიმდებარედ მოხდა, სადაც დანით შეიარაღებული 23 წლის მამაკაცი იმყოფებოდა.
პოლიციის პრესსპიკერის, კატაჟინა ცისლოს განცხადებით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მამაკაცის მიმართულებით ისროლა, თუმცა ააცილა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 23 წლის მამაკაცმა დანა დააგდო, რის შემდეგაც იგი დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის პირველადი მონაცემებით, დაკავებულს შესაძლოა ფსიქიკური დარღვევები ჰქონდეს. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება კრაკოვის მთავარ მოედანზე მომხდარ სროლას.





