ანდჟეი დუდა: პრემიერი ტუსკი და მისი გუნდი, რომელიც ვალებით გვტვირთავს და ეკონომიკურ საკითხებში უსუსურია, დღეს ბანდიტურ ხროვად იქცა, რომელმაც სასტიკი თავდასხმა განახორციელა სახელმწიფო კონსტიტუციურ ორგანოზე
მსოფლიო

ანდჟეი დუდა
ფოტო: Getty Images
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მთავრობას ბანდიტური ხროვა უწოდა.
როგორც დუდამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ტუსკი და მისი გუნდი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავს დაესხა.
„პრემიერი ტუსკი და მისი გუნდი, რომელიც ვალებით გვტვირთავს და ეკონომიკურ საკითხებში უსუსურია, დღეს ბანდიტურ ხროვად იქცა, რომელმაც სასტიკი თავდასხმა განახორციელა სახელმწიფო კონსტიტუციურ ორგანოზე. მათ არ იციან, როგორ გაიმარჯვონ კანონის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ამიტომ ხელკეტს მიმართავენ. აი, რამდენად „ევროპელები“ არიან ისინი“, - დაწერა დუდამ.
ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.





