მარკო რუბიოს განცხადებით, მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას.
აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პლენარულ სესიაზე გააკეთა, სადაც ნაოსნობის თავისუფლებასა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდნენ.
რუბიოს განმარტებით, დიპლომატებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მისი თქმით, მათი ამოცანაა, თავიანთი ქვეყნების სახელით ერთად იმუშაონ, კრიზისებზე რეაგირება შეათანხმონ და საერთო ინტერესები დაიცვან.
„მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას. ამ კრიზისების დიდი ნაწილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკური წესრიგის ძირითად საფუძვლებს, ენერგიისა და სურსათის მიწოდებას, სურსათის ბაზრებს, გლობალური მიწოდების ჯაჭვს, ვაჭრობას და ნაოსნობის თავისუფლებას. „დიდი ოცეულის“ წევრები ერთად უნდა გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს, გააძლიერონ ეკონომიკური მედეგობა, დაიცვან ბაზრები“, - განაცხადა რუბიომ.





