31 ოქტომბერი 2026, 14:32
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პარიზში ყვითელჟილეტიანების მოძრაობას ბასტილიის მოედანზე აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევენ. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საფრანგეთში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პარიზში ყვითელჟილეტიანების მოძრაობას ბასტილიის მოედანზე აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევენ.
ბასტილიის მოედანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული და სიტუაციას აკონტროლებენ. მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ასევე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანები. აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ყვითელჟილეტიანთა მოძრაობას ამის საშუალება არ მისცეს და პოლიციამ მათ ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა.
დეტალებით ანუკი ჩხიკვაძე პარიზიდან.





