Euronews: შავ ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ. ერთი გემი ჩაიძირა
მსოფლიო

ფოტო: AP
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის რუმენ რადევის განცხადებით, დღეს შავ ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ. ერთ-ერთი გემი ჩაიძირა, იუწყება Euronews-ი.
შემთხვევა ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში მოხდა.
რადევს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნიდან იყვნენ გემები, რა ტვირთი გადაჰქონდათ ან საერთოდ ჰქონდათ თუ არა რაიმე ტვირთი. მას არც ის უთქვამს, საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო გაშვებული დრონები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბულგარეთის ხელისუფლება შავ ზღვაში მსგავსი თავდასხმის შესახებ იუწყება, წერს Euronews-ი.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა. მაშინ რადევმა გემზე დრონებით თავდასხმას, რომელიც ქვეყნის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში განხორციელდა, „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. 6 ოქტომბრის ინციდენტის შედეგად ერთი სავაჭრო გემი ჩაიძირა, მეორე კი დაზიანდა.
რადევს პასუხისმგებელი მხარე არ დაუსახელებია, რადგან მომხდარზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.





