ტრამპს არ სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთი და რუსეთის ირანს ეხმარებიან, - დაწერა თავის სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ასე რომ ყოფილიყო, შეერთებული შტატები ამას ძალიან სწრაფად გაიგებდა.
„ვხედავ, რამდენ კომენტარს წერენ რადიკალი მემარცხენე იდიოტები და გიჟები იმის შესახებ, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანის „შესანიშნავ“ ისლამურ რესპუბლიკას ეხმარებიან. თუ ისინი მართლაც ეხმარებიან, ეს დახმარება ძალიან შეზღუდულია, თუმცა, საერთოდ არ მჯერა, რომ ამას აკეთებენ. მათ დასაკარგი ძალიან ბევრი აქვთ. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად გავიგებდით და თანაც ძალიან სწრაფად!“, - დაწერა ტრამპმა.





