დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში ქვეყნის ხელახალი გაწევრების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმა უარყო
მსოფლიო

ენდი ბერნემი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში ქვეყნის ხელახალი გაწევრების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმა უარყო. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგს პატივს სცემს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა გააღრმაოს და რეალობას თვალი გაუსწოროს.
„სტატუსკვოს შენარჩუნება ბრიტანეთისთვის საკმარისი არ არის. ეს უარესია. ჩვენ უნდა შევხედოთ მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობას მშვიდად, ნათლად და რაციონალურად განვიხილოთ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული დიალოგი ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტზე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ბერნემმა.





