AXIOS: უიტკოფი და კუშნერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოსკოვსა და კიევს ეწვევიან
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი სტივ უიტკოფი
ფოტო: Getty Images
AXIOS-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოსკოვში და კიევში ჩავლენ.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გავლენას მოახდენს მათ გეგმებზე გუშინ აშშ-სა და რუსეთს შორის ნავთობის შესახებ მიღწეული შეთანხმება.
„პუტინი უკრაინას ძლიერად უტევს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის. გვინდა, შევიმუშაოთ ახალი წინადადება, რომელიც მისთვის საკმარისად მისაღები იქნება, რათა ომი შეაჩეროს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრისას უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ვალდებულება არ აიღო.
უშაკოვის თქმით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დროს მოსკოვსა და სხვა ქალაქებზე უკრაინის თავდასხმებმა „მოლაპარაკებების პროცესის დაუყოვნებლივ განახლების შესაძლებლობა ჩაშალა“.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ დავფიქრდებით, როდის შეიძლება განახლდეს ეს მოლაპარაკებები“, - დასძინა უშაკოვმა.





