ალის ვაიდელი: გერმანიაში ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია კოტრდება
მსოფლიო

ალის ვაიდელი
ფოტო: Getty Images
ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გერმანიაში ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია კოტრდება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შექმნილ ვითარებაში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაადანაშაულა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ენერგორესურსებზე მაღალი ფასები და ბიუროკრატია.
„მიმდინარე წელს 15 ათასზე მეტი კომპანიის გადახდის უუნარობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 7%-ით აღემატება. ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოები ენერგორესურსებზე მაღალი ფასებით, ბიუროკრატიითა და გადასახადებით იხრჩობიან, მერცი კი უმოქმედოდაა და ამ ყველაფერს უბრალოდ უყურებს“, - დაწერა ვაიდელმა.





