AXIOS: უკრაინის მთავრობა, ტრამპის განცხადებით რუსეთთან ნავთობის გარიგების შესახებ, გაკვირვებული დარჩა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
უკრაინის მთავრობა გაკვირვებული დარჩა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ნავთობთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას AXIOS-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა მითხრა, რომ უკრაინის მთავრობა ტრამპის განცხადებით გაკვირვებული დარჩა“, - დაწერა AXIOS-ის ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.





