გამოკითხვა: გერმანიაში 58% მიიჩნევს, რომ ფრიდრიხ მერცმა თანამდებობა უნდა დატოვოს
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: Getty Images
კომპანია Ipsos-Politikmonitor-ის მიერ გამოცემა Spiegel-თვის ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 58% გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან გადადგომას მხარს დაუჭერდა.
ამასთან, გამოკითხულთა 48% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა“, ხოლო 19% - უფრო ეთანხმება, ვიდრე არა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონებში გამოკითხულთა 80% აღნიშნულ მოსაზრებას სრულად ან ნაწილობრივ დაეთანხმა. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირეა - 64%.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 44% სრულად იზიარებს მოსაზრებას, რომ ფრიდრიხ მერცმა კანცლერისა და პარტიის ლიდერის თანამდებობები უნდა დატოვოს“, ხოლო 14% უფრო ეთანხმება, ვიდრე არა.
გამოკითხულთა მხოლოდ 11% კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის გადადგომას.





