07 ოქტომბერი 2026, 20:23
მარკო რუბიო: ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო
მსოფლიო

მარკო რუბიო
Reuters
გაზიარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპის მომავალსა და მის პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კონტინენტზე პოლიტიკური გამოღვიძების ნიშნები უკვე შეიმჩნევა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო“, - აღნიშნა მან ათენში სიტყვით გამოსვლისას.
„ამის ნიშნები უკვე არსებობს. მთელი კონტინენტის მასშტაბით ვხედავთ იმას, რაც, ვიმედოვნებთ, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება“, - დასძინა მან.





