08 ოქტომბერი 2026, 00:38
ტრამპი პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე: ყველაფერი შეთანხმებულია, დღეს მისი დაბადების დღეა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი.
„ყველაფერი შეთანხმებულია. დღეს მისი დაბადების დღეა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთანავე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი კონფლიქტის მოგვარება ახლოვდება.
„მე უკვე დავასრულე რვა ომი. ახლა კიდევ ერთის დასრულება ახლოვდება“, - განაცხადა მან.





