დონალდ ტრამპი უმცროსი: ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიარდობით დოლარი ხმარდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, „დემოკრატიის“ პროგრამებსა და აქტივისტურ ქსელებს, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ერთსა და იმავე მხარეს უჭერდნენ მხარს. ამ ყველაფერს დახმარებას უწოდებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო
მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის შედეგ ლათინურ ამერიკაში მემარცხენე ძალებს არცერთი საპრეზიდენტო არჩევნები არ მოუგიათ.
მისი განმარტებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. დემოკრატიის პროგრამებსა და აქტივისტების ქსელებზე, რომლებიც ყოველთვის ერთი პოლიტიკური მხარის ინტერესებს ემსახურებოდნენ.
უმცროსი ტრამპი წერს, რომ რასაც USAID-ი დახმარებას უწოდებდა, სინამდვილეში არჩევნებში პირდაპირი ჩარევა იყო.
პოსტი გამოაქვეყნა ამერიკელმა ბიზნესმენმა, კომპანიების SpaceX-სა და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ USAID-ი მთელ მსოფლიოში არჩევნებში ჩარევითა და რეჟიმების ცვლილებით იყო დაკავებული, რამაც მასშტაბური დაპირისპირებები და ქაოსი გამოიწვია.
„მას შემდეგ, რაც USAID-ის საქმიანობა ძირეულად შევცვალეთ, ლათინურ ამერიკაში მემარცხენე ძალებს საპრეზიდენტო არჩევნები ერთხელაც არ მოუგიათ. ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიარდობით დოლარი ხმარდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, „დემოკრატიის“ პროგრამებსა და აქტივისტურ ქსელებს, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ერთსა და იმავე მხარეს უჭერდნენ მხარს. ამ ყველაფერს დახმარებას უწოდებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო. მადლობა ილონ მასკს, რომ ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანა. ეს სქემა დასრულებულია“, - დაწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა.





