საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა
მსოფლიო

.bbc
საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების საპროტესტო აქციები დღესაც გრძელდება. ბლოკირებულია 500-ზე მეტი სკოლა.
დილიდან ქვეყნის რამდენიმე ქალაქში პროტესტი უფროსკლასელებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
ქალაქ ლენსში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა. ოფიციალური პირების ცნობით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის საავადმყოფოში „ძალიან სწრაფად“ გადაიყვანეს.
საპროტესტო ტალღამ ბელგიაშიც გადაინაცვლა - ქალაქ ლიეჟში ქუჩაში გამოსულმა სტუდენტებმა ფრანგ მოსწავლეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ბელგიაში დაწყებულ სოციალურ და განათლების რეფორმებს აპროტესტებენ. ბელგიელი სტუდენტების წინააღმდეგ შეტაკებისას პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.





