26 სექტემბერი 2026, 16:11
BBC: ჰაკერებმა FBI-ის ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში
მსოფლიო

ფოტო: Anadolu Agency via Getty Images
გაზიარება
ჰაკერებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, საუბარია სამედიცინო ტესტების შედეგებზე. მონაცემებს შორისაა ექიმების ჩანაწერები აგენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ჩანაწერებში მითითებული იყო აგენტების ვინაობა და მისამართები, რამაც შესაძლოა, ისინი თაღლითობის, შანტაჟისა და თავდასხმების საფრთხის წინაშე დააყენოს.





