ტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ჩინეთის ლიდერს კიდევ ორჯერ შეხვდება
მსოფლიო

სი ძინპინი დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
ვაშინგტონში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წელს ჩინელ კოლეგასთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.
„ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა უკვე იქცა ორივე ქვეყნისთვის მეგობრობის, ძალისა და წარმატების სიმბოლოდ. მე მას ნოემბერში ჩინეთში, დეკემბერში კი მაიამიში შევხვდები. ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მოუთმენლად ველი ჩვენს მომდევნო შეხვედრას,“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი თავის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სი ძინპინი ვაშინგტონში 23 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი გუშინ დასრულდა, რის შემდეგაც ჩინეთის ლიდერი მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.





